Aa
Aa

კორეას აგენტი "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდება

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელის, ანხელ კორეას აგენტი ხვალ იტალიაში გაემგზავრება და „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება.

„შავ-წითლები“ კორეას სანაცვლოდ „როხიბლანკოს“  45 მილიონს სთავაზობენ, „ატლეტიკოს“ კი 55 მილიონი ევროს მიღება სურს. ამ თანხის გადასახდელად „მონაკოა“ მზად, თუმცა არგენტინელ ფეხბურთელს საფრანგეთში წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს და „მილანში“ თამაშზე ოცნებობს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კორეას აგენტს, აგუსტინ ხიმენესს იმედი აქვს, რომ „როსონერის“ დაყოლიებას მოახერხებს და მხარეები მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევენ. „შავ-წითლები“ პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავენ და საინტერესოა „ატლეტიკოსგან“ თანხმობის მიღებას როგორ მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ მილანელები ანდრე სილვას გასხვისებას აპირებენ და იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა იგი გარიგებაში ჩართონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები