Aa
Aa

"რომას" ბაჩუაი სურს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით „რომა“ მიჩი ბაჩუაის უმიზნებს. „ჯალოროსის“ წარმომადგენლები „ჩელსის“ თავდამსხმელის გაფორმებას გეგმავენ და პოზიციას არც იმ შემთხვევაში შეიცვლიან, თუ ედინ ჯეკო დარჩება.

25 წლის ბელგიელი ფორვარდი „არისტოკრატების“ საკუთრებაა, თუმცა გასულ სეზონში ჯერ „ვალენსიაში“ იყო განათხოვრებული, შემდეგ - „კრისტალ პალასში“.

ბაჩუაის შარშან თავი არაფრით გამოუჩენია და 36 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო. მიუხედავად ამისა „რომა“ საქმეს სერიოზულად უდგება და იტალიური პრესის ინფორმაციით „ჩელსის“ უკვე დაუკავშირდა.

„ჯალოროსი“ სავარაუდოდ ბელგიელ თავდამსხმელს იჯარის წესით აიყვანს და ერთი წლის შემდეგ გამოსყიდვის უფლება ექნება. საკითხავი ისაა ბაჩუაი ჯეკოს ჩაანაცვლებს თუ შეტევაში ბოსნიელს შეუწყვილდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები