Aa
Aa

Tuttomercato - პსჟ-მ ნეიმარის შემცვლელი შეარჩია

იტალიური გამოცემა, Tuttomercato იუწყება, რომ თუ ამ ზაფხულს პსჟ-მ ნეიმარი გაუშვა, მაურო იკარდის გადაბირებას შეეცდება. არგენტინელმა როგორც იქნა გაანალიზა, რომ „ინტერში“ მისი ადგილი აღარაა და კლუბის დატოვებაზე დაფიქრდა.

მაურიტოს „რომასა“ და „ნაპოლიში“ გადასვლა არ სურს. „ნერაძური“ კი კატეგორიულ უარზე თავისი უშუალო კონკურენტი, ტურინის „იუვენტუსი“ გააძლიეროს.

Tutomercato-ს ცნობით მაურიტო მზადაა უცხოური ვარიანტები განიხილოს და განსაკუთრებით დიდი ინტერესი „პარი სენ-ჟერმენის“ მიმართ აქვს. თანაც სამხრეთ ამერიკელის „პარკ დე პრენსზე“ გაშვებით „ნერაძურიც“ ისარგებლებს. მილანელები უშუალო კონკურენტს არ გააძლიერებენ და დიბალას პსჟ-ში გაყიდვის ალბათობაც შემცირდება.

მოკლედ ყველაფერი ნეიმარზე იქნება დამოკიდებული. თუ ბრაზილიელმა „პარკ დე-პრენსი“ დატოვა, მაურიტო სავარაუდოდ საფრანგეთში გააგრძელებს კარიერას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები