კლოპმა 2018 წლის ფინალის წინ გუნდს კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსით მიმართა
Aa
Aa

კლოპმა 2018 წლის ფინალის წინ გუნდს კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსით მიმართა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსენა, რომლითაც გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალის წინ თავის ფეხბურთელებს მიმართა.

ვეინალდუმის თქმით „წითლების“ თავკაცი გუნდთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს ფირმის საცვალს ატარებდა.

„კლოპი შემოვიდა და დავინახეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ფირმის ტრუსი ეცვა. ჩვენთან საუბრისას მას მაისური კრიშტიანუ რონალდუს ფირმის საცვალში ჰქონდა ჩატანებული. მთელი გასახდელი სიცილით დაიხოცა“.

„ასეთ სიტუაციებში ყველა ფეხბურთელი სერიოზული და კონცენტრირებულია, მაგრამ იურგენი მშვიდად იყო და ასე გაგვეხუმრა“.

„როცა მთავარი მწვრთნელი არ ნერვიულობს და თავდაჯერებულია, მოთამაშეები სტრესს ვეღარ გრძნობენ“.

შეგახსენებთ, რომ ის შეხვედრა მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. „სამეფო კლუბმა“ კლოპის შეგირდები 3-1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები