Aa
Aa

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის პირველი წრის გადალახვა ვერ მოახერხა და რუს ანდრეი რუბლიოვთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ფინალში სძლია, სამ სეტში 7-6, 4-6, 2-6 დამარცხდა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა და სეტში ერთადერთი ბრეიკპოინტი დაფიქსირდა, რომელიც ნიკოლოზს პირველივე გეიმში ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც ბასილაშვილმა ბოლო შვიდი გათამაშებიდან 6 მოიგო და 7-4 იმარჯვა.

მეორე პარტია პირველის მსგავსად წარიმართა.  ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას არ თმობდნენ და ყველაფერი  ტაიბრეიკისგენ მიდიოდა, თუმცა 5-4-ზე რუსმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე სეტის მოგების შემდეგ რუბლიოვი ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლა და ინიციატივა იგდო ხელთ. გადამწყვეტ პარტიაში რუსმა უკეთესი ჩოგბურთი აჩვენა, ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა და დამაჯერებლად იმარჯვა - 6 – 2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები