კონტეს შესაძლო შემცვლელი ცნობილია
Aa
Aa

კონტეს შესაძლო შემცვლელი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე პოსტს დატოვებს და მუშაობას ლონდონის "ჩელსიში" განაგრძობს.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იუწყება, კონტეს ყველაზე რეალურ შემცვლელად, "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის, ჯანპიერო ვენტურას კანდიდატურა განიხილება.

68 წლის სპეციალისტს მის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვენტურამ ეროვნული ნაკრების გაწვრთნა გადაწყვიტა, ტურინული კლუბი მას "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელით, სინიშა მიჰაილოვიჩით ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ ვენტურას თავკაცობით, "ტორინომ" მიმდინარე სეზონში, იტალიის ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები