Aa
Aa

"მილანის" სათადარიგო გეგმა - "როსონერი" რებიჩზე ფიქრობს

„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მარკო ჯამპაოლო შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მოასპარეზე ფეხბურთელის შეძენას აპირებს.

„როსონერის“ მთავარი სამიზნე ანხელ კორეაა, მაგრამ იტალიელები „ატლეტიკოს“ დაყოლიებას ვერ ახერხებენ და სათადარიგო გეგმას ამზადებენ.

„როხიბლანკოს“ თავკაცის, დიეგო სიმეონეს აზრით კორეა აგვისტოში „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დატოვებს, თუმცა „შავ-წითლები“ სხვა ვარიანტებს მაინც განიხილავენ და Corriere dello Sport-ის ცნობით არჩევანი ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფეხბურთელზე, ანტე რებიჩზე შეაჩერეს.

გერმანელები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და სჯერათ, რომ ხორვატი ფორვარდის შენარჩუნებას მოახერხებენ. იტალიური გამოცემის მიხედვით კი ყველაფერი „ატლეტიკოზე“ და ანხელ კორეაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები