Aa
Aa

ბრუნო ფერნანდეშს ახალი მსურველი გამოუჩნდა

იტალიური გამოცემა Tuttosport საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ „მილანი“ ბრუნო ფერნანდეშის შეძენით დაინტერესდა. ამ უკანასკნელს „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ პორტუგალიელის გამოსასყიდი თანხის, 70 მილიონი ევროს გადახდაზე ორივე გუნდმა უარი თქვა.

ახლა კი Tuttosport იტყობინება, რომ „როსონერი“ ფერნანდეშის ტრანსფერის გაჩარხვაზე აქტიურად ფიქრობს და „სპორტინგის“ ფეხბურთელის აგენტს, მიგელ პინიოს უკვე დაუკავშირდა.

იტალიური გაზეთის თქმით მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც გამოსასყიდი თანხაა. „მილანმა“ შესაძლოა ტრანსფერში ანდრე სილვა ჩართოს, მაგრამ დამატებით 40 მილიონი ევროს მოძიება მაინც მოუწევს.

თუ „როსონერის“ მესვეურებმა ფერნანდეშის გადაბირება გადაწყვიტეს, სავარაუდოდ ანხელ კორეაზე უარს იტყვიან და სუსოს „ფიორენტინაში“ ან „ლიონში“ გაუშვებენ.

ფერნანდეში უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელმაც გასულ სეზონში 31 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები