დავიდ ლუიზმა ჟურნალისტებს საკუთარი ოცნება გაუმხილა
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას საკმაოდ ხშირად უწინასწარმეტყველებენ. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზული კლუბის ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუიზმაც გააკეთა, რომელმაც პორტუგალიელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გოლების ნამდვილი მანქანაა. მასთან ერთად თამაში ჩემი ოცნებაა და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მას "პარი სენ ჟერმენის" რიგებში ვიხილავ" - განაცხადა დავიდ ლუიზმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბი განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს. კერძოდ, თუ "სამეფო გუნდმა" რონალდუს გაყიდვა გადაწყვიტა, პირველი ვისთანაც მადრიდელები მოლაპარაკებებს გამართავენ, ეს სწორედ "პარი სენ ჟერმენი" იქნება. თუმცა, ჯერ-ჯერობით "რეალი" საკუთარ ლიდერთან განშორებას არ გეგმავს.