Diario Gol - რონალდუმ
Aa
Aa

Diario Gol - რონალდუმ "იუვეს" მესვეურებს იკარდის შეძენა სთხოვა

იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ტურინის "იუვენტუსმა" შემადგენლობა მატიის დე ლიხტით გააძლიერა, თუმცა მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

"ბებერი ქალბატონი" რომელუ ლუკაკუს შეძენას გეგმავდა, მაგრამ ბელგიელმა კარიერა "ინტერში" გააგრძელა და "ბიანკონერი" ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

იტალიური პრესა დიდი ხანია იუწყება, რომ "იუვე" მაურო იკარდის გადაბირებითაა დაინტერესებული და როგორც ჩანს ტურინელთა ერთ-ერთ ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი ხიბლავს.

Diario Gol-ის ინფორმაციით რონალდუმ კლუბის მესვეურებს მაურიტოს შეძენა სთხოვა.

ამ მომენტისთვის იკარდისთვის ბრძოლაში "ბებერი ქალბატონი" გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა "ბიანკონერის" გარდა მაუროს გადაბირება "ნაპოლისა" და "რომას" სურთ.

იტალიური პრესა აცხადებს, რომ ტურინელები დიბალასა და იკარდის გაცვლაზე ფიქრობენ. "ნაპოლი" ტრანსფერის გაჩარხვაზეა ორიენტირებული. "ჯალოროსი" კი „ნერაძურის“ ედინ ჯეკოსა და გარკვეულ თანხას შესთავაზებს.

იკარდის მომავალი ბურუსითაა მოცული, თუმცა ერთი რამ ნათელია - „ინტერს“ მისი შენარჩუნება არ სურს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები