Aa
Aa

"ლესტერის" ერთ-ერთ ლიდერს "არსენალში" გადასვლა სურს...

ინგლისის ჩემპიონის, "ლესტერის" რიგებში არცთუ კარგი ამბავია, რომელსაც Daily Express ავრცელებს.

"მელიების" ნახევარმცველმა ნ'გოლო კანტემ, რომელმაც სეზონი ძალიან სტაბილურად ჩაატარა და გუნდის შუა ხაზში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, განაცხადა, რომ "არსენალში" გადასვლას მიესალმებოდა და "მეთოფეების" ვარიანტს სიამოვნებით განიხლავდა. 

25 წლის ფრანგმა პრემიერ ლიგის 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში 1 გოლი შეაგდო. 

შეგახსენებთ, რომ კანტე "ლესტერს" სეზონის წინ ფრანგული "კაენიდან" შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები