"ლესტერი" 30 მილიონიან ტრანსფერთან ახლოსაა...
ინგლისის ჩემპიონ "ლესტერს" მადა გაეხსნა და გუნდი შემდეგი სეზონისთვის ფეხბურთელების გადაბირებას აქედანვე ეშურება, "კინგ პოუერ სთედიუმზე" ხომ "ჩემპიონთა ლიგის" ჰიმნი პირველად აჟღერდება...
პორტუგალიური სპორტული გამოცემის A Bola-სინფორმაციით "მელიები" ლისაბონის "სპორტინგს" ალჟირელი ფორვარდის ისლამ სლიმანის ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ.
A Bola ასევე ამბობს იმასაც, რომ ლესტერშირელები თავად ფეხბურთელთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებას და მასთან კონტრაქტის პირობებზე ცდილობენ შეთანხმებას.
27 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონში "ლომების" მთავარი დამრტყმელი ძალაა, მას 39 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი.
სლიმანისადმი ინტერესს "სტოკი", "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასიც" იჩენდნენ.