Aa
Aa

ლოზანო "ნაპოლიში" გადაწყვეტილია? ევერტონი?

მექსიკური ტაბლოიდები იუწყებიან, რომ პსვ-ს ფეხბურთელი, ირვინგ ლოზანო „ნაპოლიში“ გადავა. „პარტენოპეიმ“ ჰოლანდიურ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია და პერსპექტიული შემტევი დაიბევა.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარებს და მხოლოდ დეტალებიღა დარჩა გასარკვევი. Marca Claro აცხადებს, რომ ლოზანოს ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

მექსიკელი ფეხბურთელის გარდა „ნაპოლი“ შეტევის გაძლიერებას ევერტონის ტრანსფერითაც ცდილობს. „პარტენოპეიმ“ „გრემიოს“ წინადადებით უკვე მიმართა თუმცა უარი მიიღო. მიუხედავად ამისა იტალიელები დანებებას არ აპირებენ და ბრაზილიურ კლუბს სულ მალე გაუმჯობესებულ შეთევაზებას გაუკეთებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები