პოჩეტინო დიბალას იწვევს: ''დეზები'' 70 მილიონს ამზადებენ
ინგლისური ლონდონის ''ტოტენჰემი'' პაულო დიბალას შეძენას გეგმავს. DiMarzio-ს ცნობით ''დეზები'' მზად არიან არგენტინელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადონ. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა სერია ა-ს ჩემპიონს ოფიციალური წინადადებით მიმართა.
''ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოა. ასე რომ ინგლისურ კლუბში გადასვლით დიბალა თანამემამულესთან იმუშავებს.
25 წლის ფეხბურთელის შეძენით ''მანჩესტერ იუნაიტედიც'' იყო დაინტერესებული, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
დიბალა ''იუვეს'' ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ტურინულ კლუბთან ერთად იტალიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, რაც შესანიშნავი შედეგია, თუმცა ევროპულ ასპარეზზე წარმატებისთვის არ მიუღწევია.
არგენტინელი ''ინსტიტუტოს'' აღზრდილია. ''იუვეში'' გადასვლამდე 2012-15 წლებში ''პალერმოში'' თამაშით გაითქვა სახელი.