ლიონელ მესი, კაზემირო
Aa
Aa

„არაფერს ვეუბნებოდი, არ მინდოდა გაბრაზებულიყო“ | კაზემირო მესიზე

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კაზემირომ ლიონელ მესიზე ისაუბრა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრები გაიხსენა და განაცხადა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა, „ლა პულგა“ არ გაებრაზებინა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ბარსელონას წინააღმდეგ ვთამაშობდით, მესის ბევრს არაფერს ვეუბნებოდი. არც ხელს ვკრავდი, რადგან არ მინდოდა, გაბრაზებულიყო. მახსოვს, მის წინააღმდეგ ვარდნას ვაკეთებდი და შემდეგ ვეუბნებოდი: „ბოდიში.“

მესის ვერ შეაჩერებ. მისი შეჩერება შეუძლებელია. იყო მომენტები, როდესაც ბარსელონა ცუდად თამაშობდა, შემდეგ კი მესის გოლი გაჰქონდა და სამ ქულას იღებდნენ.“

ცნობისთვის, კაზემირო „რეალის“ რიგებში 2013-დან 2022 წლამდე თამაშობდა. ბრაზილიელი ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს და „წითელი ეშმაკების“ მაისურით 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ემოციებს აჰყვა“ | გეიჯის კომენტარი თოფურიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე
„ილია ემოციებს აჰყვა“ | გეიჯის კომენტარი თოფურიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე