ვან დეიკიც ადამიანი ყოფილა! 65 შეხვედრის შემდეგ პირველად!
Aa
Aa

ვან დეიკიც ადამიანი ყოფილა! 65 შეხვედრის შემდეგ პირველად!

2018-19 წლების სეზონში „ლივერპულის“ უკანახაზელი, ვირჯილ ვან დეიკი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის რჩეული გახდა. ჰოლანდიელმა მცველმა გასულ სეზონში ფენომენალურად იასპარეზა და მიჯრით 65 შეხვედრაში მას ვერავინ გასცდა.

სამწუხაროდ ვან დეიკმა წინა სეზონში დაწყებული სერიის გაგრძელება ვერ შეძლო. არადა პრემიერ ლიგა ჯერ არცაა დაწყებული.

გუშინ, „ქომუნითი შილდისთვის“ ბრძოლაში გაბრიელ ჟეზუშმა გააკეთა ის, რაც 17 თვის განმავლობაში არავის გაუკეთებია.

მატჩის 87-ე წუთზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო. უეცრად მასთან ვან დეიკი გაჩნდა და როგორც სჩვევია ხოლმე ჟეზუშისთვის ბურთის ართმევა დააპირა. ამ უკანასკნელმა მომენტი იდეალურად შეაფასა, ლამაზი მოძრაობით ჰოლანდიელი მოატყუა და ვირჯილს გასცდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ვან დეიკს „ნიუკასლის“ ფეხბურთელი, მიკელ მერინო გასცდა და ეს 2018 წლის მარტში მოხდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები