Aa
Aa

"იურგენ, გირეკავენ" - კლოპმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

Goal.com-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იურგენ კლოპმა საინტერესო ისტორია გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტის თქმით ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მას "სიტის" თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ დაურეკა.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართული ზეიმის დასრულების შემდეგ კლოპი გასახდელში შევიდა, როცა მას ლი ნობსი მიუახლოვდა. ეს უკანასკნელი "წითლების" მთავარი ფიზიოთერაპევტია და "მერსისაიდელებმა" იგი "მანჩესტერ სიტიდან" გასულ ნოემბერში გადაიბირეს.

"ლიმ მობილური ტელეფონი მომაწოდა. ეკრანს დავხედე და ვნახე, რომ "პეპი" რეკავდა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ პეპ ლინდერსი მირეკავდა. ჩემს თავს ვუთხარი, "ნუ კარგი, ეს უცნაურია". საუბრის დაწყებისას კი მივხვდი, რომ "სხვა პეპი" (გუარდიოლა) მელაპარაკებოდა".

"არ ვიცი ვინ ვის დაურეკა, მაგრამ ლი სიტიში მუშაობდა და პეპს მშვენივრად იცნობს. ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. ჩვენ გასული სეზონის შესახებ ვისაუბრეთ და რამდენჯერმე ვიხუმრეთ. ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები