ნეიმარმა პსჟ-ს ტოტალური ომი გამოუცხადა!
Aa
Aa

ნეიმარმა პსჟ-ს ტოტალური ომი გამოუცხადა!

ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენში" დარჩენა აღარ სურს და "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

პარიზული კლუბის მესვეურებსა და ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანგთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, რომელიც ჩინეთში გახლდათ ჩასული, "ნეი" დააიგნორა და მის გარდა კლუბის ყველა ფეხბურთელს მიესალმა. თანამემამულესთან საუბრის სურვილი არც 27 წლის ფეხბურთელს გააჩნდა.

 

Sport-ის ინფორმაციით "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას შექმნილ სიტუაციასთან და "ნეის" ბანაკის მტრულ დამოკიდებულებასთან გამკლავება ყელში ამოუვიდა და გეგმავს მომდევნო კვირაში ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს. ლეონარდოს მიაჩნია, რომ ამ ზაფხულს "ბარსელონასთან" პსჟ-სთვის სარფიანი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ნეიმარი სხვა აზრზეა

კატალონიური გამოცემა ასევე აცხადებს, რომ ლეონარდომ სცადა 27 წლის შემტევი "პარკ დე პრენსზე" ერთი წლით დარჩენაზე დაეყოლიებინა და განუცხადა, რომ შეეძლო გუნდი მომდევნო ზაფხულში დაეტოვებინა, თუმცა ნეიმარი პოზიციას არ იცვლის და მომავალს იმედიანად უყურებს. "ნეის" სჯერა, რომ მიუხედავად კლუბებს შორის არსებული დაძაბულობისა, შეთანხმება შედგება და "კამპ ნოუზე" გადავა.

როგორც მოგეხსენებათ "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 165 მილიონ ფუნტამდე დაწია, მაგრამ "ბლაუგრანა" ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს და ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვა სურს. Sport დასძენს, რომ თავდაპირველად პსჟ მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე იყო ორიენტირებული, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პარიზული გრანდის მესვეურები ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვასაც აქტიურად განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები