რონალდუმ დიბალას
Aa
Aa

რონალდუმ დიბალას "მანჩესტერში“ გადასვლა ურჩია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ პაულო დიბალას „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა ურჩია. ბრიტანული პრესის ცნობით ტურინში დაბრუნების შემდეგ, არგენტინელმა შემტევმა ფეხბურთელების მიერ შექმნილ WhatsApp-ის ჯგუფში რონალდუს „ოცნებათა თეატრზე“ გადაბარგების შესახებ ჰკითხა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკლავმა დიბალას „მანჩესტერში“ გადასვლის იდეა მოუწონა და უთხრა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფნისას  „ჩემპიონად“ ჩამოყალიბდა.

რონალდუს სიტყვებმა შესაძლოა დიბალას გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. Daily Mail-ის ინფორმაციით 25 წლის შემტევი მზადაა „იუნაიტედის“ შეთავაზებას დათანხმდეს და კარიერა „ოლდ ტრაფორდზე“ გააგრძელოს. ასე რომ „მანჩესტერის“ ქომაგებს შეუძლიათ კრიშტიანუ რონალდუს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადონ.

დიბალას „ოცნებათა თეატრზე“ გადასვლის შემთხვევაში „იუვენტუსი“ ლუკაკუს დაიბევებს. ამ უკანასკნელმა ტურინელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ყოველწლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

„ბიანკონერის“ თავკაცი, მაურიციო სარი ბელგიელი ფორვარდის დიდი გულშემატკივარია და დარწმუნებულია, რომ ლუკაკუ დიბალას წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს უპრობლემოდ შეავსებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები