ოფიციალურად!
Aa
Aa

ოფიციალურად! "არსენალმა" პეპე გაიფორმა

ნიკოლას პეპე "არსენალის" ფეხბურთელია! "მეთოფეებმა" 24 წლის შემტევი "ლილიდან" 72 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ლონდონელები გამოსასყიდი თანხის ნაწილს, კერძოდ 20 მილიონ ფუნტს ახლა გადაიხდიან, დანარჩენს კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაფარავენ.

პეპემ ახალ კლუბში გადასვლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. გრძელი გზა გამოვიარე, ბევრი პრობლემა გადავლახე და ამ დიად გუნდთან კონტრაქტის გაფორმება დიდი ჯილდოა. მნიშვნელოვანი იყო სწორი გადაწყვეტილება მიმეღო და ვფიქრობ "არსენალი" სწორი არჩევანია".

"არსენალისთვის" 72 მილიონი ფუნტი სარეკორდო თანხაა. პეპეს შეძენის შემდეგ, უნაი ემერი ყურადღებას უკანახაზის გაძლიერებას მიაპყრობს. ეპანელი სპეციალისტი რამდენიმე კვალიფიციურ მცველს უმიზნებს და შესაძლოა სულ მალე კიდევ ერთი ტრანსფერი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები