Aa
Aa

მალკომი პარასკევს რუსეთში ჩავა და "ზენიტს" შეუერთდება

22 წლის ბრაზილიელი შემტევი, მალკომი, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. წამყვანი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, „ზენიტმა“ სატრანსფერო ფასიც შეათანხმა და თავად ფეხბურთელსაც მოელაპარაკა.

„ბარსელონა“ მალკომის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელი კი ახალ კლუბში წლიურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

მალკომს რუსეთში პარასკევს ელოდებიან, იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც საბოლოოდ დაიხურება.

ბრაზილიელი ვინგერი „ბარსამ“ გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ შეიძინა, თუმცა მალკომი „ბარსას“ ვერ შეეწყო და ლა ლიგაში მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები