Aa
Aa

"იბრა": "თუ პოგბას დარჩენა არ სურს, მის დატოვებას აზრი არ აქვს"

„ლოს-ანჯელეს გალაქსის“ შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი პოლ პოგბას სატრანსფერო საგას გამოეხმაურა. BBC-სთან საუბრისას “იბრა“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ ვითარებას შეეხო და პოგბას გარშემო წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„თუ პოგბას დარჩენა არ სურს, მის დატოვებას აზრი არ აქვს. გუნდის მესვეურებმა ამ სიტუაციით უნდა ისარგებლონ და მოიყვანონ ფეხბურთელი, რომელსაც მანჩესტერში დარჩენა ენდომება“.

„არავის სურს ჰყავდეს მოთამაშე, რომელსაც წასვლა უნდა. ყველამ იცის, რომ იგი გუნდისთვის 100 ან 200 პროცენტით არ დაიხარჯება. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაიხარჯება, შესაძლოა კლუბის დატოვებაზე ფიქრი მაინც გააგრძელოს.

ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, რომელიც კლუბს ყველაზე მეტად წაადგება. სიტუაციას სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა მივუდგეთ“.

პოგბას დიდი ხანია კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს. ფრანგს „იუვენტუსსა“ და „რეალს“ უკავშირებენ, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერ არცერთ მათგანს მიუმართავს. „წითელი ეშმაკები“ მზად არიან პოგბას 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები