ვენუსმა და შარაპოვამ ცინცინატის ტურნირის
Aa
Aa

ვენუსმა და შარაპოვამ ცინცინატის ტურნირის "ველური ბარათები" მიიღეს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა - ვენუს უილიამსმა და მარია შარაპოვამ, ცინცინატის ტურნირის ორგანიზატორებისგან "ველური ბარათები" მიიღეს და წლევანდელი გათამაშების ძირითად ბადეში იასპარეზებენ.

შარაპოვას მიმდინარე სეზონში, ტრავმების გამო, ძალიან ბევრი გაუცდა, ამიტომ სარეიტინგო პოზიციების გათვალისწინებით, ძირითად ბადეში ვერ ხვდებოდა. რუსმა ვარსკვლავმა წლევანდელ სეზონში სულ რამდენიმე ტურნირზე ითამაშა. შარაპოვას მხრის ქრონიკული ტრავმა აწუხებს.

არასახარბიელო სარეიტინგო მდგომარეობის გამო საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უწევდა ვენუს უილიამსს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 50-ე ჩოგანია. 

მარგარეტ კორტის, კრის ევერტის, მარტინა ნავრატილოვას, შტეფი გრაფისა და სერენა უილიამსის მსგავსად, შარაპოვა 6-დან ერთ-ერთია, რომელმაც ღია ერაში "კარიერული სლემის" (ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება) შესრულება შეძლო. მან სრული კომპლექტი 2012 წელს როლან გაროსის მოგებით შეკრა.

ვენუს უილიამსს "კარიერული სლემის" შესასრულებლად როლან გაროსისა და ავსტრალიის ღია პირველობის მოგება დააკლდა. საფრანგეთში მან ერთი ფინალი ითამაშა, ავსტრალიაში კი გადამწყვეტი მატჩი 2-ჯერ დათმო. ვენუსის ანგარიშზე ჯამში 7 დიდი სლემის ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები