Aa
Aa

სამხრეთ კორეელი ქომაგები სასამართლოში ჩივიან! "რატომ ვერ ვნახეთ რონალდუს თამაში"?

ფეხბურთის სამხრეთ კორეელი გულშემატკივრები სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. საქმე „იუვენტუსსა“ და K ლიგის „ოლ სტარს“ შორის გამართულ მატჩს ეხება. ქომაგები უკმაყოფილები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ „ბიანკონერის“ სუპერვარსკლავის, კრიშტიანუ რონალდუს თამაში ვერ იხილეს.

ღონისძიების ორგანიზატორის, The Fasta Inc-ის მიხედვით პორტუგალიელ ფეხბურთელს მინდორზე მინიმუმ 45 წუთი უნდა გაეტარებინა, თუმცა რონალდუ მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.

ამან სამხრეთ კორეელი გულშემატკივრები გააღიზიანა და ისინი ფინანსური და მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. საუბარი დაახლოებით 46 მილიონ ფუნტზეა.

The Fasta Inc-ის წარმომადგენლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ, თუმცა შაბათს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ „იუვენტუსმა“ კონტრაქტის პირობები დაარღვია.

K ლიგის მმართველმა ორგანომ კი ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბიანკონერის“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.

„ბებერი ქალბატონის“ თავკაცმა, მაურიციო სარიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ აღდგენით პროცესზე გახლდათ ფოკუსირებული და მატჩში მონაწილეობა სწორედ ამიტომ არ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები