Aa
Aa

"რეალმა" ხმა აიმაღლა - ხამესი "ბერნებეუზე" დარჩება?

მადრიდის „რეალმა“ ხამეს როდრიგესთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებმა კოლუმბიელ ნახევარმცველს შეატყობინეს, რომ იგი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რჩება.

ESPN FC „რეალთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შვებულებიდან დაბრუნებულ ხამესს კლუბის მესვეურებმა აუწყეს, რომ მომდევნო სეზონში იმედებს სწორედ მასზე ამყარებენ.

ამავე წყაროს მიხედვით მარკო ასენსიოს ტრავმის შემდეგ „ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ხამესი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი გაშვება კლუბის ინტერესებში არ შედის.

კოლუმბიელ ნახევარმცველს ზიდანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, თუმცა როგორც ჩანს ამ საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები