Aa
Aa

ბოატენგი "ფიორენტინაში" გადასვლას უახლოვდება

იტალიური პრესის ინფორმაციით, კევინ-პრინც ბოატენგმა ფლორენციის „ფიორენტინასთან“ პირადი დეტალები შეათანხმა და სულ მალე „იების“ რიგებში ჩაირიცხება.

ბოატენგი ამჟამად „სასუოლოს“ საკუთრებაა და მასთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია, „ფიორე“ მას გამოისყიდის, თუ იჯარის წესით აიყვანს.

32 განელ შემტევს ყოფილი კლუბი, ფრანკფურტის „აინტრახტი“, ეპატიჟებოდა, თუმცა „ბოას“ იტალიაში დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რისი მიზეზიც, ჩვენი იტალიელი კოლეგების თქმით, ყოფილ მეუღლე მელისა სატასთან შერიგების სურვილია.

ბოატენგმა გასული სეზონი განათხოვრების წესით „ბარსელონაში“ გაატარა და მისი მაისურით მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე დავამატოთ, რომ „ფიორენტინა“ ფრანკ რიბერის დამატებაზეც ფიქრობს, თუმცა მთავარი პრობლემა ფრანგი ვარსკვლავის მაღალი ხელფასია. რიბერი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები