პირველი ფინალი WTA-ში - გორგოძემ პალერმოში წყვილთა შორის ფინალში ითამაშა
Aa
Aa

პირველი ფინალი WTA-ში - გორგოძემ პალერმოში წყვილთა შორის ფინალში ითამაშა

იტალიის ქალაქ პალერმოში გამართული ქალთა საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ეკატერინე გორგოძემ ჰოლანდიელ არანჩა რუსთან ერთად იასპარეზა.

ქართულ-ჰოლანდიური დუეტი ტურნირზე განუთესავთა შორის იყო, თუმცა გზად მე-2 ნომრად განთესილი გარსია-პერესი/შტოლარის წყვილი დაამარცხა, თუმცა ფინალში მთავარ ფავორიტ ლისტერი/ვორაცოვას ვეღარაფერი მოუხერხა. 

თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და პირველი სეტის მოგება ორივე წყვილს შეეძლო, საბოლოოდ გამოცდილებამ გადაწონა და ლისტერი/ვორაცოვას დუეტმა ტაიბრეიკზე იმარჯვა, რასაც იოლი მეორე პარტია და მატჩის ორ სეტში დასრულება მოჰყვა - 7:6; 6:2.

ეკატერინე გორგოძემ WTA-ს ტურნირების ფინალში პირველად იასპარეზა, რამაც წყვილთა მსოფლიო რეიტინგში 238-ე ადგილამდე დაწინაურების საშუალება მისცა. ქართველი ჩოგბურთელი ერთეულთა შორის მსოფლიოს 194-ე ჩოგანია.

გორგოძე მიმდინარე კვირაში გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გასამართ ქალთა ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირზე ითამაშებს და პირველ რაუნდში პირველ ნომრად განთესილ ტამარა ზიდანშეკს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები