Aa
Aa

"როსონერის" ტიფოზები ყოველთვის მეყვარება" - კუტრონე "მილანს" დაემშვიდობა

"მილანმა" ახალგაზრდა თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე, ინგლისური "ვულვერჰემპტონის" რიგებში გაუშვა. "როსონერის" სკოლაგამოვლილმა კუტრონემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და გუნდის ტიფოზებს სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა.

"როგორც ხედავთ, იმედგაცრუებული ვარ და სათქმელი არაფერი მაქვს. თუმცა, "მილანის" ტიფოზების მესიჯებს ვკითხულობ, რომლებიც უდიდეს პოზიტივს მმატებენ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მინდა, მათ და ჩემს თანაგუნდელებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

გუნდიდან წასვლა ჩემთვისაც მოულოდნელი და ემოციური იყო, თუმცა რეალობა ასეთია და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო. მზად ვარ, "ვულვერჰემპტონს" შევუერთდე, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ". - განაცხადა 21 წლის თავდამსხმელმა მალპენზას აეროპორტში იტალიელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფეხბურთელი ინგლისში დღეს ჩავიდა, იგი "მგლებში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "მილანი" კუტრონეს სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.

კუტრონე "შავ-წითელთა" რიგებში 8 წლის ასაკში მივიდა, იგი ბოლო წლებში "როსონერის" პრიმავერას კაპიტანი იყო, მთლიანობაში კი ახალგაზრდულ გუნდებში ჯამურად გატანილი 110 გოლით, კლუბის ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის.

რაც შეეხება კუტრონეს ახალ გუნდს, "ვულვზი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და ჯგუფში გასასვლელად იბრძვის. ნუნო ესპირიტო სანტუს შეგირდებმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მე-7 ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები