ცნობილი სპორტსმენები და ადამიანები
Aa
Aa

ცნობილი სპორტსმენები და ადამიანები "ლესტერის" ჩემპიონობაზე...

დევიდ ბექჰემი "ინსტაგრამზე": "WOW, საოცარია ვულოცავ კასპერს და მთელ გუნდს ამ ტრიუმფს. ბევრის აზრით, ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობაა, თუმცა ფაქტია, რომ "ლესტერმა" პრემიერ ლიგის მოგება დაიმსახურა". 

გარეთ ბეილი "ტვიტერზე": "ტოტენჰემს" ბრწყინვალე სეზონი აქვს, თუმცა... "ლესტერი"!!! მიყვარს ფეხბურთი!"

გარი ლინეკერი skysports-ის პირდაპირ ეთერში: "ამ გუნდს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და როცა 7 წლის გავხდი, მას მერე მუდმივად "ლესტერის" საშინაო მატჩების აბონიმენტით ვსარგებლობდი. მე მახსოვს თასის ფინალი და იქ მარცხი... ეს კი დაუჯერებელია, დიდი, ძალიან დიდი გამარჯვება ჩემი გუნდისგან"!

დევიდ კამერონი (ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი) "ტვიტერზე": "ჩემი გულწრფელი მილოცვა ბრწყინვალე გამარჯვების შემოქმედთ! არაორდინალური და სრულიად დამსახურებული უდიდესი წარმატება."

მატეო რენცი (იტალიის პრემიერ მინისტრი) "ტვიტერზე": "ეს ინგლისური ფეხბურთის დიდი გამარჯვებაა!" 

სერჟ პიცორნო, გიტარისტი, "ლესტერის" გულშემატკივარი "ტვიტერზე": "პრემიერ ლიგის მოგება? ამის შემდეგ შეგვიძლია მშვიდად გავვარდეთ და 10 წელი კონფერენსში გავატაროთ. ეს არ მადარდებს. მე ყოველთვის "ლესტერის" ფანი ვიქნები". 

ნაიალ ორანი, One Direction-ის მომღერალი "ტვიტერზე": "ვულოცავ მთელ ლესტერშირს! ფანტასტიური მოთხრობა, რომელიც მუდამ გვემახსოვრება. დიდებული გუნდი, დიდებული მწვრთნელით! ნასიამოვნები ვარ! ჯაიმი ვარდის წვეულება ელის". 

ადელი, სუპერპოპულარული მომღერალი "ტვიტერზე": "ჩემი საყვარელი "ტოტენჰემით" ამაყი ვარ, თუმცა "ლესტერმა" საოცრება გააკეთა. ისტორიული ფურცელი ფეხბურთის ისტორიაში... ვულოცავ"! 

ჯონ ტერი, "ჩელსის" კაპიტანი: "ვულოცავ "ლესტერს" დამსახურებულ გამარჯვებას! გუნდმა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა". 

მარიო ბალოტელი "ტვიტერზე": "ლესტერი" პრემიერ ლიგის ჩემპიონია... ჩემი მილოცვა ფეხბურთელებსა და ბრწყინვალე მწვრთნელ კლაუდიო რანიერის". 

პეტერ შმეიხელი, "ლესტერის" მეკარის კასპერის მამა, ლეგენდარული მეკარე "ტვიტერზე": "ვულოცავ კასპერსა და მის თანაგუნდელებს პრემიერ ლიგის მოგებას".

ფრენკ ლამპარდი, "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი "ტვიტერზე": "აზარის დიდებულმა გოლმა "ლესტერი" გააჩემპიონა! ვულოცავ მის ყველა ფეხბურთელსა და გულშემატკივარს. განსაკუთრებული მილოცვა კი კლაუდიო რანიერის, შესანიშნავ მწვრთნელსა და ადამიანს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა". 

კარლო ანჩელოტი, იტალიელი მწვრთნელი "ტვიტერზე": "ვულოცავ რანიერისა და მის გუნდს ამ ისტორიულ გამარჯვებას"!

სერხიო აგუერო, "სიტის" თავდამსხმელი "ტვიტერზე": "ვულოცავ "ლესტერს", იმიტომ, რომ გუნდმა ეს დაიმსახურა"!

ვენსან კომპანი, "სიტის" კაპიტანი "ტვიტერზე": "ჩემი მილოცვა და პატივისცემა ინგლისის ახალ ჩემპიონს"!

რობი უილიამსი, პოპ ვარსკვლავი "ტვიტერზე": "მიდი ლესტერ! ეს უნდა გაგრძელდეს"!

ჰარი კეინი, "ტოტენჰემის" კაპიტანი "ტვიტერზე": "ვულოცავ "ლესტერს" ამ შესანიშნავ მიღწევას! მადლობა ფანებს, ჩვენთვის სეზონი დასრულებულია"!

რობინ ვან პერსი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "ტვიტერზე": "ვულოცავ ამ გუნდის თითოეულ წევრს! დაუჯერებელი მიღწევაა"!

რობერტა ვინჩი, იტალიელი ჩოგბურთელი "ტვიტერზე": "ვულოცავ "ლესტერსა" და მთელ საფეხბურთო სამყაროს! ეს რაღაც ახალია! ბრავო კლაუდიო, ძალიან მაგარი ხარ"! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები