რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "გინდათ თუ არა, ისტორიაში აუცილებლად შევალ!"

მადრიდის "რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შორსმიმავალი ნააზრევი შემოგვთავაზა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შესასვლელად, მისი ამჟამინდელი მიღწევებიც საკმარისია.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ფეხბურთის ისტორიაში ჩემი გვარი სამუდამოდ ჩაიწერება. ამაზე ბევრი საუბრობს, ბევრს უნდა ეს, ბევრს არა, თუმცა ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთმნიშვნელოვანია, რომ რაც ამ დრომდე გავაკეთე, ესეც სრულიად საკმარისია ჩემი სახელის უკვდავსაყოფად". 

"ყოველთვის ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ჩვეულებრივი მოთამაშე არ ვიყავი და ჩემში რაღაც განსაკუთრებული იყო. როცა კარიერას "სპორტინგში" ვიწყებდი, მაშინაც კი დარწმუნებული გახლდით, რომ მწვერვალებს დავიპყრობდი".

"მართალი გითხრათ, არასდრო მიფიქრია ვინმესთვის მიმებაძა. მყავდა საყვარელი ფეხბურთელები, თუმცა ყველა ადამიანში და რა თქმა უნდა ჩემშიც, ის არის, რაც სხვაში არაა. ამიტომაც თითოეული პერსონა გამორჩეულად საინტერესოა". - განუცხადა კრიშტიანუმ uefa.com-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები