Aa
Aa

პეპე "მანჩესტერს" უახლოვდება

ფრანგული „ლილის“ პრეზიდენტი, ჟერარ ლოპესი, 24 წლის შემტევის, ნიკოლას პეპეს, მომავალს პრაქტიკულად გადაწყვეტილად თვლის. ეს კი მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მის კლუბს 70 მილიონი ფუნტის ოდენობის შეთავაზება გაუკეთა.

ლოპესის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფრის ლოგიკურ დასასრულამდე მისვლამდე ბევრი აღარ რჩება.

„იუნაიტედს“ რამდენიმე შეთავაზება დაუბლოკეს, თუმცა ინგლისელები 70 მილიონის გადახდაზეც მზადყოფნას გამოთქვამენ.

ნიკოლას პეპემ გასულ სეზონში ჯამში 41 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემაც მიითვალა, რითაც წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები