Aa
Aa

ოფიციალურად: ფეკირი "ბეტისის" ფეხბურთელია!

„ლიონის“ ყოფილი კაპიტანი, ნაბილ ფეკირი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სევილიური „ბეტისის“ ღირსებას დაიცავს.

ანდალუსიელებმა ფეკირის ტრანსფერში 19.75 მილიონი ევრო გადაიხადეს, გარიგებაში ასევე არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, „ბეტისის“ მიერ ფეკირის გასხვისების შემთხვევაში, სატრანსფერო თანხის 20%-ს „ლიონი“ მიიღებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ „ბეტისის“ თეთრ-მწვანე მაისურს მოირგებს მისი ძმა - იასინ ფეკირიც და მისი გაყიდვის შემდეგ „ლიონს“ ტრანსფერში გადახდილი თანხის 50% უნდა ჩაერიცხოს.

ნაბილ ფეკირი არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე იყო, ბოლოს ის მოლაპარაკებებს „ნაპოლისთან“ მართავდა, გასულ ზაფხულს კი „ლივერპულში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო.

ფეკირის „ბეტისში“ გადასვლა ჯიოვანი ლო სელსოს გასხვისების წინაპირობა უნდა იყოს. როგორც ბრიტანული პრესა წერს, ნიჭიერი არგენტინელი ლონდონის „ტოტენჰემი“ შემადგენლობაში გადავა, სატრანსფერო თანხად 45 მილიონი ფუნტი სახელდება, რომლიდანაც 20%-ს ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები