Aa
Aa

ფეკირმა "ლიონს" გაშვება სთხოვა

ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ხამეს როდრიგესის სატრანსფერო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ნაბილ ფეკირის ტრანსფერის ჩაშლასთანაც ახლოსაა.

„ლიონის“ კაპიტნის დაახლოებითი ღირებულება 20-30 მილიონი ევროა, მის ტრანსფერზე კი სევილიური „ბეტისი“ მუშაობს, რომელმაც, ესპანური პრესის თქმით, ფეხბურთელთან შეთანხმებასაც მიაღწია. სევილიელები ფეკირს ჯიოვანი ლო სელსოს შემცვლელად განიხილავენ.

როგორც პრესაში იწერება, ფეკირმა „ლიონის“ ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ „ბეტისთან“ შეთანხმებას მიაღწია და გუნდიდან გაშვება მოითხოვა.

ფეკირს „ლიონთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ამიტომაც კლუბი იძულებულია, მას შედარებით ნაკლებ ფასად შეელიოს, თორემ, დღესდღეობით სააგენტო transfermarkt-ი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროს აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები