"რეალს" ჩემპიონატის მატჩში ლიდერი დააკლდება...
მადრიდული marca-ს ინფორმაციით, შაბათს გასამართ "ლა ლიგის" მორიგ ტურში "სოსიედადის" წინააღმდეგ "რეალს" კარიმ ბენზემა ვერ დაეხმარება.
სააგენტოს თქმით, ბენზემა "ჩემპიონთა ლიგის" მატჩისთვის 100%-ით მზად არ იყო, თუმცა მწვრთნელმა იგი მაინც ათამაშა და ფრანგ ფორვარდსაც ტრავმა გაუმიზეზდა.
ბენზემა "სამეფო კლუბში" 2009 წლიდან თამაშობს და 213 შეხვედრაში 110 გოლი აქვს გატანილი.
"სოსიედადისა" და "რეალის" შეხვედრა კი შაბათს, 30 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება.