კრიშტიანუს საინტერესო განცხადება გუშინდელ ტრავმაზე
"რეალის" ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ "სიტისთან" მატჩში მის ვერ თამაშზე ისაუბრა:
"ძალიან საწყენია, რომ ვერ ვითამაშე. მოედანზე გამოსვლა და გოლის გატანა ძალიან მინდოდა, თუმცა ალბათ, ასე ჯობდა"...
"ეს რომ ფინალური შეხვედრა ყოფილიყო მოედანზე აუცილებლად გამოვიდოდი. ახლა კი, ისღა დამრჩენია, კიდევ უფრო კარგად მოვემზადო და მომავალ თამაშებს დაველოდო". - განაცხადა პორტუგალიელმა.