Aa
Aa

"ბარსას" პირველი ვარიანტი ალაბაა

„ბარსელონა“ ხორდი ალბას კონკურენტის ძებნას აგრძელებს და ამჯერად ბუნდესლიგის ორი გამორჩეული მარცხენა მცველის - რაფაელ გერეიროსა და დავიდ ალაბას ტრანსფერებით დაინტერესდა.

გერმანული პრესის თქმით, „ბარსას“ პირველ რიგში ალაბას დამატება სურს, რომელიც 80 მილიონ ევროდ ფასდება და ტრანსფერის გაჩარხვა იოლი არ იქნება, ხოლო თუკი ეს საქმე არ გამოვა, „ბლაუგრანა“ ამ შემთხვევაში გერეიროს ვარიანტზე გადაერთვება.

პორტუგალიელი გაცილებით ხელმისაწვდომია, რადგან „დორტმუნდთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა.

ამ კუთხით „ბარსას“ კიდევ ერთი ვარიანტი ხუნიორ ფირპოა, რომელიც გუნდს, საჭიროების შემთხვევაში, დაბევებული ჰყავს. კატალონიელებმა 22 წლის მცველთან მოილაპარაკეს, „ბეტისთან“ შეთანხმება კი დიდი პრობლემა არ უნდა გახდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სევილიელები ნიჭიერი განაპირა მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ, რადგან ფირპოს მათთან შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები