Aa
Aa

"მილანი" კორეას ტრანსფერით დაინტერესდა

„მილანის“ ინტერესთა სფეროში რომის „ლაციოს“ არგენტინელი შემტევი, ხოაკინ კორეა, მოექცა. Tuttosport-ის თქმით, „როსონერის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო ეძვირება და თანხის დასაკლებად იმუშავებს.

24 წლის კორეას დამატების სურვილი „შავ-წითელთა“ ახალმა დამრიგებელმა, მარკო ჯამპაოლომ, გამოთქვა, რომელიც მას საკუთარ ტაქტიკაში მნიშვნელოვან ფეხბურთელად ხედავს.

იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, „მილანმა“ ამ ტრანსფერისთვის თანხა სუსოს გაყიდვით მოიპოვოს, რომლის გამოსასყიდი თანხა 38 მილიონი ევროა. ესპანელს „რომა“ ეპატიჟება.

ხოაკინ კორეა „ლაციოს“ რიგებს გასულ ზაფხულს „სევილიადან“ 15.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სერია A-ს დასრულებულ სეზონში 5 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები