პეპესთვის ბრძოლაში
Aa
Aa

პეპესთვის ბრძოლაში "არსენალიც" ჩაერთო

L'Equipe-ის ინფორმაციით, ნიკოლას პეპესთვის ბრძოლაში ლონდონის "არსენალიც" ჩაერთო.

წყაროს ცნობით, "მეთოფეებმა" "ლილის" ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვეს.

როგორც ცნობილია პეპეს გადაბირებით რამდენიმე ევროგრანდი ინტერესდება, თუმცა აქედან ყველაზე მეტად "ლივერპული" აქტიურობს.

"არსენალს" იმედი აქვს, რომ მათი წინადადება ფრანგებს ყველაზე მეტად მოხიბლავს და ტრანსფერს დათანხმდებიან.

უნაი ემერიმ კლუბს შეტევის გაძლიერება მოსთხოვა და როგორც ჩანს, ლონდონელები ქმედითი ნაბიჯების გადადგამს იწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები