როგორც იქნა! -
Aa
Aa

როგორც იქნა! - "ბარსელონამ" გრიზმანის ტრანსფერი გააოფიციალურა!

ანტუან გრიზმანის სატრანსფერო საგა დასრულდა და მსოფლიო ჩემპიონი ფრანგი კარიერას კატალონიის "ბარსელონას" რიგებში გააგრძელებს. "ბლაუგრანამ" ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

ბარსელონელებმა "ატლეტიკოს" გრიზმანის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაუხადეს, ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 800 მილიონი ევრო წერია.

ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი გრიზმანის პრეზენტაციის ზუსტ დროს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

ანტუან გრიზმანი "ბარსელონას" დიდი ხნის სამიზნე გახლდათ, იგი "ატლეტიკოს" რიგებში 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები