ლოთარ მათეუსი დემბელეს ტრანსფერის წინააღმდეგია
Aa
Aa

ლოთარ მათეუსი დემბელეს ტრანსფერის წინააღმდეგია

ამ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნი" გარემარბის დამატებას გეგმავს. "რეკორდმაისტერი" რობენისა და რიბერის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ კანდიდატად "ბარსელონას" ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს განიხილავს

ბლაუგრანა" მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელს შეელიოს. თანაც ნეიმარისა და გრიზმანის ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში "კამპ ნოუზე" დემბელეს ადგილი ალბათ აღარ იქნება.

"ბაიერნის" ქომაგები ფრანგი ვინგერის შეძენას მიესალმებიან, თუმცა ლოთარ მათეუსი განსხვავებულ პოზიციას იკავებს. ლეგენდარული გერმანელის აზრით "რეკორდმაისტერმა" არჩევანი დემბელეზე არ უნდა შეაჩეროს.

"როცა დემბელეს მიერ "ბარსელონასა" და "დორტმუნდში" ატეხილი სკანდალები მახსენდება, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც "ბაიერნში" სხვანაირად მოიქცევა. თუ კლუბი მის შეძენას მაინც გადაწყვეტს საიმედოობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება".

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერის" თავკაცი, ნიკო კოვაჩი სხვა აზრზეა და თვლის, რომ დემბელე შესანიშნავი ფეხბურთელია. ხორვატი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ნეიმარის "ბარსაში" გადასვლის შემთხვევაში, "ბაიერნს" ფრანგი შემტევის დაბევება გაუადვილდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები