ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კოლბი კოვინგტონი
Aa
Aa

„გაიხსენეთ ილიას რის გავლა მოუწია“ | კოვინგტონი თოფურიასა და გეიჯის ჩხუბზე

კოლბი კოვინგტონმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. კოლბის აზრით, „ელ მატადორის“ გონება სრულიად ჩხუბისკენ არ იყო მიმართული, რადგან მას პირად ცხოვრებაში რთული პერიოდის გავლა მოუწია.

„შეხედეთ, ილიას რის გავლა მოუწია. მისი გონება ჩხუბზე არ ყოფილა კონცენტრირებული. აშკარად შეგეძლოთ გეთქვათ, რომ 100 პროცენტით ორთაბრძოლაზე არ ფიქრობდა. მისი გონება ოჯახზე იყო მიმართული და მას თანავუგრძნობ.

თოფურიას ყოფილ მეუღლესთან განქორწინების რთული პროცესის გავლა მოუწია და თან, ეს ყველაფერი საჯარო თემა იყო. ვის უნდა, პირადი ამბები საჯარო გახდეს? ასე რომ, მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო და უთანასწორო ბრძოლაში იმყოფებოდა“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან მარცხის შემდეგ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. ილია UFC-ის P4P რეიტინგშიც დაქვეითდა და მეორე ადგილიდან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა
„მესის საოცარი მსოფლიო აქვს, მაგრამ“ | სიომინისთვის ოქროს ბურთის ფავორიტი კვარაა