Aa
Aa

"რომა" და ალდერვაირელდი რეალურია? - "ჯალოროსი" აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვაირელდი, შესაძლოა, იტალიური „რომას“ რიგებში ვიხილოთ. აპენინური პრესის თქმით, რომაელთა სპორტული დირექტორი, ჯანლუკა პეტრაკი, დღეს ფეხბურთელის აგენტს შეხვდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხვალ ლონდონში მცხოვრები „რომას“ კონსულტანტი, ფრანკო ბალდინი, „ტოტეს“ დირექტორთა საბჭოს დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება.

ალდერვაირელდის გამოსასყიდი თანხა 28 მილიონი ევროა, თუმცა Sportitalia-ს ინფორმაციით, „ჯალოროსი“ სატრანსფერო გარიგებაში პატრიკ შიკის გამოყენებას გეგმავს. ლონდონელებმა ჩეხი თავდამსხმელის დამატების სურვილი უკვე გამოთქვეს და დიდი შანსია, „რომას“ ამ ნაბიჯმა მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანოს.

30 წლის ალდერვაირელდს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს, მისი გადაბირებით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რომაელები კოსტას მანოლასის შემცვლელად, ალდერვაირელდის გარდა, ჯანლუკა მანჩინისა და მარკ ბარტრასაც განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები