კრიშტიანუს მომავალი გარკვეულია!
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას marca ავრცელებს.
ამჟამად პორტუგალიელს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს, მხარეები კი ცდილობენ იგი 2020 წლამდე გაახანგრძლივონ. ხელფასის ოდენობა და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
რონალდუ "რეალში" 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა და მას შემდეგ მადრიდელთა რიგებში ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ 234 მატჩში, 256 გოლი აქვს გატანილი.