როცა დუმილი ოქროა... ნეიმარის მიმართ
Aa
Aa

როცა დუმილი ოქროა... ნეიმარის მიმართ "ბარსას" ტაქტიკა პსჟ-ს ჭკუიდან შლის!

ნეიმარის სატრანსფერო თემა კვლავ აქტუალურია და კვლავინდებურად ღიად რჩება.

პსჟ სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ამ ყველაფერს კატალონიელთა სტრატეგია ემატება, რომელიც პარიზელებს აღიზიანებს.

ხელაიფი და მისი გუნდი განერვიულებულია იმის გამო, რომ „ბარსა“ ბართომეუს ხელმძღვანელობით კვლავ იგივეს აცხადებს - „ნეიმარის საქმეზე სიტუაცია ამჯერადაც უცვლელია“.

პსჟ ბრაზილიელის სანაცვლოდ თავიდან 300 მილიონს ითხოვდა, შემდეგ თანხა 200 მილიონამდე ჩამოვიდა და ამას დაემატა ერთი, ან ორი მოთამაშე რომელსაც „ბლაუგრანა“ მოლაპარაკებებში ჩართვადა, თუმცა კატალონიელებს ასეთი პირობები არ აწყობთ.

თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, რომელზედაც თანხა და პირობები ლოგიკურად იქნება დასახელებული, ასეთ შემთხვევაში „ბარსა“ პარიზელებთან კონტაქტისთვის მზადაა.

პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დაადასტურა, რომ მათ მხოლოდ „ბარსელონადან“ დაუკავშირდნენ, მაგრამ მხარეები თანხაზე ჯერ ვერ რიგდებიან.

როგორც ჩანს, „ბარსამ“ მოცდა ამჯობინა და კლუბის ბორდი დუმილის რეჟიმშია გადასული, რაც პარიზელებს ანერვიულებს.

ბართომეუმ გასცა ბრძანება, რომელიც კლუბის ბორდს პირდაპირ ეხება. მათ ნეიმარის ტრანსფერზე ყოველგვარი კავშირი უნდა გაწყვიტონ. „ბარსა“ ელოდება თუ როდის გაუფუჭდება ფეხბურთელსა და პსჟ-ს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად, რის შემდეგაც ბრაზილიელის შეძენა უფრო მარტივი იქნება.

„ბარსას“ რაც შეიძლება მცირე თანხის გადახდა სურს, ან საერთოდ არაფრის. რეალურად, კატალონიელებს მხოლოდ კოუტინიოს დათმობა სურთ და დანარჩენ მოთამაშეებზე თავს იკავებენ.

კოუტინიო და გარკვეული თანხა, ან კოუტინიოსთან ერთად სხვა რომელიმე მოთამაშე და არანაირი თანხა - ასეთია ბართომეუს გეგმა ნეიმარის გადმოსაბირებლად.

პსჟ ბევრს ეცადა, რომ ნეიმარი „რეალისთვის“ შეეთავაზებინა და ამით „ბარსას“ განერვიულება გამოეწვია, მაგრამ მადრიდელები ბრაზილიელით აღარ ინტერესდებიან.

„ბლაუგრანა“ ამ მომენტისთვის საკმაოდ მომგებიან პოზიციაში იმყოფება, რადგან ყოველი სეზონის შემდეგ ნეიმარის გამოსასყიდი თანხა მცირდება და პსჟ ამით სარგებელს კარგავს.

ამ მომენტისთვის ნეიმარის შეძენის სურვილს მხოლოდ „ბარსა“ გამოთქვამს და ფეხბურთელსაც თამაში მხოლოდ „კამპ ნოუზე“ სურს.

20 ივლისამდე სკამაოდ ბევრი რამ გაირკვევა. მაგალითად, ჩავა თუ არა ნეიმარი პარიზში და ჩაატარებს თუ არა ის პირველ ვარჯიშს გუნდთან ერთად? ან, როგორ დახვდებიან მას პარიზელები და ზოგადად რას მოიმოქმედებს თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები