ასენსიო
Aa
Aa

ასენსიო "ლივერპულში"?

ბრიტანული გამოცემა Talksport.com-ის ინფორმაციით „ლივერპულს“ მარკოს ასენსიოს საკუთარ რიგებში ხილვა სურს. „მერსისაიდელები“ საქმეს საკმაოდ სერიოზულად უდგებიან და გეგმავენ „სამეფო კლუბს“ წინადადებით მიმართონ.

იურგენ კლოპი 22 წლის შემტევის დიდი თაყვანისმცემელია და დარწმუნებულია, რომ მისი ტრანსფერი „ლივერპულს“ გააძლიერებს. „წითლები“ „ლოს ბლანკოსთან“ მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ და მზად არიან ასენსიოს სანაცვლოდ 67 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

პრობლემა ისაა, რომ ესპანელი გარემარბი ზინედინ ზიდანის ფავორიტია. ადგილობრივი პრესის ცნობით მომავალ სეზონში იგი „რეალის“ ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება და ნაკლებად სავარაუდოა „ენფილდზე“ გათასვლას დათანხმდეს.

აქვე დავძენთ, რომ თავის დროზე ასენსიოს შეძენით „ტოტენჰემიც“ იყო დაინტერესებული, თუმცა „დეზებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები