ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" სენსაციური ტრანსფერი განახორციელა!
ბრიტანული metro.co.uk თურქულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლონდონის "ტოტენჰემსა" და "ფენერბაჰჩეს" შორის შეთანხმება მიღწეულია და ზაფხულში "უაიტ ჰართ ლეინზე" თურქთა საყრდენი ნახევარმცველი მეჰმეთ ტოპალი გადაბარგდება.
სააგენტო წერს იმასაც, რომ ინგლისელებს თავად ტოპალთან ბოლო პერიოდში რამდენიმე შეხვედრაც ჰქონდათ, რამაც შედეგად, ფეხბურთელის დაყოლიება და ტრანსფერისთვის მწვანე შუქის ანთება მოიტანა.
30 წლის ნახევარმცველს, რომელსაც თურქეთის ნაკრების ღირსება 56 შეხვედრაში დაუცვამს, კარიერის განმავლობაში "დარდანელში", "გალათასარაიში", "ვალენსიასა" და "ფენერნაჰჩეში" უთამაშია.
პრიმერა დივიზიონში მან 2 სეზონი გაატარა, რომლის განმავლობაშიც ვალენსიელთა რიგებში 43 მატჩი ითამაშა და მეტოქეთა კარში 1 გოლი შეაგდო.