მოურინიო და
Aa
Aa

მოურინიო და "მანჩესტერი" გაოფიციალურებულია!

ბრიტანული გამოცემის dailystar-ის ცნობით, ჟოზე მოურნიო მომავალი გარკვეულია და შემდეგი სეზონიდან პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს. 

გამოცემის თქმით, ამ ტრანსფერს მწვანე შუქი სერ ალექს ფერგიუსონმა აუნთო, "განსაკუთრებულთანაც" ყველა დეტალი შეთანხმებულია და დარჩენილია ფორმალობები, რომლებიც უკვე სეზონის ბოლოს, ლუი ვან გაალის წასვლის შემდეგ მოგვარდება. 

სწორედ, ამას წერს მეორე ბრიტანული სააგენტო The Sun, რომ ვან გაალი სეზონს ჩაამთავრებს და ჟოზესთან კონტრაქტიც ზაფხულში გაფორმდება.

ის კი არა, ჩვენი ინგლისელი კოლეგები იმ ფეხბურთელსაც ასახელებენ, რომლის შეძენაც მოურინიომ "მანკუნიანელთა" ბოსებს მოსთხოვა. იგი "ნაპოლის" არგენტინელი მეგოლე გონსალო იგუაინია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები