„სუპერ ფრენკი“ „სტემფორდ ბრიჯს“ დაუბრუნდა!
Aa
Aa

„სუპერ ფრენკი“ „სტემფორდ ბრიჯს“ დაუბრუნდა!

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრენკ ლამპარდი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა. „სუპერ ფრენკმა“ „არისტოკრატებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნების შესახებ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.

„ჩელსიში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნებით ამაყი ვარ. ყველამ იცის, რომ ეს კლუბი ძალიან მიყვარს და მასთან ბევრი რამ მაკავშირებს. აქ იმიტომ მოვედი, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. მოუთმენლად ველი მუშაობას როდის შევუდგები“.

ლამპარდის დაბრუნების შესახებ კომენტარი „ჩელსის“ დირექტორმა, მარინა გრანოვსკაიამაც გააკეთა. ამ უკანასკნელმა კლუბის ლეგენდა შეაქო და აღნიშნა: „ფრენკი ფანტასტიკურ ცოდნას ფლობს და „ჩელსის“ შესახებ ყველაფერი იცის. გასულ სეზონში მან დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგზარდა მწვრთნელია“.

შეგახსენებთ, რომ ახალ კლუბში 41 წლის ფრენკის ასისტენტი ჯოდი მორისი იქნება, რომელიც მასთან ერთად „დერბიში“ მუშაობდა. გოლკიპერების განვითარებას საკუთარ თავზე შეი გივენი აიღებს, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელის ფუნქციებს კრის ჯონსი შეითავსებს.

„არისტოკრატების“ ქომაგები ლამპარდზე დიდ იმედებს ამყარებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ფრენკი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები