Aa
Aa

"ლივერპული" კოუტინიოს დაბრუნებას არ გამორიცხავს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ფილიპე კოუტინიოს „ბარსელონადან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი წასვლის ვარიანტს თავადაც არ გამორიცხავს და ამას საჯაროდ აფიქსირებს.

ესპანური პრესა აქტიურად განიხილავს ვარიანტს, რომლის თანახმადაც „კოუ“ ნეიმარის ტრანსფერში იქნება ჩართული.

პლუს მინუს 130 მილიონი ევრო და კოუტინიო - ასეთია „ბარსას“ წინადადება, რომელსაც პსჟ მეორე მოთამაშის დამატებასაც სთხოვს.

დღეს კი Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ლივერპული“ კოუტინიოს დაბრუნებას არ გამორიცხავს.

„მერსისაიდელებისთვის“ კოუტინიო ნომერ პირველი სამიზნე არ არის. კლოპს მარკოს ასენსიოს შეძენა სურს და ინგლისელები „რეალთან“ მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან.

რა გამოვა აქედან, ეს რთული სათქმელია. მადრიდელებმა ასენსიოს სანაცვლოდ სადიო მანე მოითხოვეს. მსგავს წინადადებას კი მოლაპარაკებები ჩიხში შეყავს. კლოპის გეგმებში მანეს გასხვისება არ შედის.

თუ „ლივერპულმა“ ასენსიო ვერ შეიძინა, ამის შემდეგ ისინი კოუტინიოზე გადაერთვებიან, მაგრამ ამასობაში შესაძლოა ბრაზილიელი უკვე პსჟ-ში იყოს.

ყველაფერი ჩახლართულია და რაიმეს გადაჭრით თქმა რთულია. მიმდინარე კვირის ბოლოს ბევრი რამ უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები