ლაურენტისი სარიზე:''ფეხბურთმა დაკარგა კერპები და ერთგულება''
Aa
Aa

ლაურენტისი სარიზე:''ფეხბურთმა დაკარგა კერპები და ერთგულება''

იტალიური საფეხბურთო კლუბის, ''ნაპოლის'' პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დასცინა მაურიციო სარის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სარიმ სამწვრთნელო კარიერის ტურინულ კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა. ასევე, ლაურენტისმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთგულების მაგალითები ძალიან იშვიათად გვხვდება.

სარიმ ''ნაპოლიში'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი სეზონი გაატარა და მის მიმართ ნეაპოლში დიდი სიყვარული იყო იმის მიუხედავად, რომ სარის ფორმაციის ''ნაპოლის'' ტიტული არ მოუპოვებია.

''ნაპოლის'' ქომაგების სარისადმი სიყვარული მისი ''ჩელსიში'' გადაბარგების შემდეგაც არ განელებულა, თუმცა 60 წლის სპეციალისტის ბოლო გადაწყვეტილებამ ''იუვენტუსში'' მუშაობასთან დაკავშირებით ნეაპოლური გუნდის ქომაგებს გული ძალიან დასწყვიტა. ნეაპოლში სარისადმი დიდი სიყვარული კარიერის ტურინში გაგრძელებამ გააფერმკრთალა.

დე ლაურენტისი:''არ გამაკვირვა სარის გადაწყვეტილებამ, წარსულისგან განსხვავებით დღეს ფეხბურთში აღარ არიან კერპები და ფეხბურთმა დაკარგა ერთგულება.

სარის ნეაპოლში ტიტული არ მოუგია და შესაძლოა ''იუვენტუსიც'' ტიტულის გარეშე დატოვოს.''

ტურინელი ქომაგები სარისგან ტიტულებს, სერია ა-ში გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევას ელიან. მხოლოდ იტალიის ჩემპიონობა ქომაგებს არ აკმაყოფილებთ, ''იუვე'' ხომ ზედიზედ მერვე სეზონია სერია ა-ს ტრიუმფით ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები